ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში; იზრდება როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე, ტურიზმი, ფულადი გზავნილები

ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ იზრდება როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე, ტურიზმი, ფულადი გზავნილები.

„უფრო კონკრეტულად მინდა, გითხრათ, რომ იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა – 10.6%, რაც, ჯამურად, 14.4% გამოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა.

მინდა, საზოგადოებას ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. ასე რომ, მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები