კიევის ,,დინამოს” ყოფილი მწვრთნელი ვალენტინ ბელკევიჩი გარდაიცვალა

დღეს კიევში 42-წლის ასაკში კიევის ,,დინამოს” ყიფილი ნახევარმცველი და მოგვიანებით მთავარი მწვრთნელი ვალენტინ ბელკევიჩი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება.
ბელკევიჩი 1991-1996 წლებში გამოდიოდა მინსკის ,,დინამოში”. ხოლო 1996-2007 წლებში კიევის ,,დინამოს” ღირსებას იცავდა. ის იყო უკრაინის შვიდგზის და ბელორუსიის ოთხგზის ჩემპიონი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა კიევის ,,დინამოს” მწვრთნელთა შტაბში. 2010-2014 წლებში ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები