1 მაისი დოდო აბაშიძის დაბადების დღეა
1 მაისი მსახიობისა და რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, დოდო აბაშიძის დაბადების დღეა. მას 98 წელი შეუსრულდებოდა.
დოდო აბაშიძემ 1949 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი და რუსთაველის თეატრში დაიწყო მოღვაწეობა. თეატრში 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა.
1956 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. ქართული კინო გაამდიდრა როლებით:
ბიჭიკო („ჭრიჭინა“, 1954), აბდუშაჰილი („ბაში-აჩუკი“, 1956), გენიოსა („უდიპლომო სასიძო“, 1961), დღვირას („თეთრი ქარავანი“, 1963), ალუდას („ხევსურული ბალადა“, 1965), ომარი („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანა („დიდი მწვანე ველი“, 1967), შავლეგი („არაჩვეულებრივი გამოფენა“, 1968), ალექსანდრე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, 1969. პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1970), გუჯა („მეზობლები“, 1970), ნიკო („როცა აყვავდა ნუში“, 1972), პოლიციის პრისტავი („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ნესტორ კალანდარიშვილი („ციმბირელი პაპა“, 1973), იასონი („პირველი მერცხალი“, 1975), ვარლამი („რაჭა, ჩემი სიყვარული“, 1977), სეთური („დათა თუთაშხია“, 1977), ყვარყვარე („ყვარყვარე“, 1978), სიმონი („ქორწინება იმერულად“, 1979), პაატა ბატონიშვილი („წიგნი ფიცისა“, 1983), ოსმან-აღა და მესტვირე („ამბავი სურამის ციხისა“, 1984, ფილმი დაჯილდოებულია პრიზებით საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, პორტუგალიასა და ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე), გიორგი („ფესვები“, 1987)…
1984 წელს სერგო ფარაჯანოვთან ერთად გადაიღო ფილმი „ამბავი სურამის ციხისა“, 1988 წელს კი – „აშიკ-ქერიბი“.
1992 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (სიკვდილის შემდეგ).
დოდო აბაშიძე გარდაიცვალა 1990 წლის 26 იანვარს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის დოდო აბაშიძის სახელობის სახელობის ქუჩა, ვერაზე დგას მისი ბიუსტი.