დღეს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი 75 წლის გახდებოდა

დღეს, ქართველი რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი 75 წლის გახდებოდა. საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ხსოვნას.
„ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი იყო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რეჟისორი. აგრეთვე, წლების განმავლობაში იგი იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, სატელევიზიო თეატრის რეჟისორი, ხელოვნების აკადემიის პედაგოგი და ეროვნული სასახლის პოეზიის თეატრის რეჟისორი. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ახალგაზრდების არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა.
მას ეკუთვნის არაერთი მნიშვნელოვანი დადგმა, როგორებიცაა: მიშელ ფერმოს „კარებს აჯახუნებენ”, მიხეილ მრევლიშვილის „წამება დედოფლისა”, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი”, ნოდარ დუმბაძის „ასტვაც, ინჩუ ჰამარ”, დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, გურამ დოჩანაშვილის „აღდგენითი სამუშაოები“, „ჰარალეთი, ჰარალეთი“, „მხოლოდ ერთი კაცი“, „მფრინავი ხვლიკი ქართულა“ და სხვა.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი იყო პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი და ბაგრატიონთა შთამომავალი“, – წერია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები