“კიევის აჩრდილს” ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

უკრაინულ მფრინავს, მეტსახელად “კიევის აჩრდილს” პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდადებისა და გმირობისთვის ოქროს ვარსკვლავის ორდენი მიანიჭა.

“კიევის აჩრდილი” ოკუპანტებთან ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა. უკრაინელმა პილოტმა სიკვდილამდე 40-მდე რუსული თვითმფრინავი გაანადგურა აქედან ექვსი – ომის პირველ დღეს.

ცნობილია “კიევის აჩრდილის” ვინაობაც, ის 29 წლის მაიორი, სტეფან ტარაბალკა იყო. მისი თვითმფრინავი MiG-29ა ოკუპანტებმა 13 მარტს ჩამოაგდეს.

29 წლის უკრაინელი მფრინავის გარდაცვალებას ადასტურებს უკრაინის ავიაციაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები