გია ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილის პირობა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში პოლიტიკაში აღარ ჩაერევა, „კვერცხის ნაჭუჭადაც“ არ ღირს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირობა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში პოლიტიკაში აღარ ჩაერევა, „კვერცხის ნაჭუჭადაც“ არ ღირს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილს აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ამოცანა აქვს, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეუძლია.

„მისი პირობა კვერცხის ნაჭუჭად არ ღირს ეს ერთი და მეორე, ძველ პატიმრებთან ვავლებ პარალელს, როლებიც ჯოჯოხეთში ცხოვრობდნენ და ეს შექმნა სააკაშვილმა. ის პრეზიდენტი იყო, რასაკვირველია გამორჩეულია პატიმართა შორის, მაგრამ რა პასუხი გავცე იმ ჩემ მეგობარს, რომელმაც ჯანმრთელობა დაკარგა სულ ტყუილად, ქონება წაართვეს და პერსპექტივაში სულ სხვა ცხოვრებით უნდა ეცხოვრა და დღეს ჯანმრთელობა შელახული ცხოვრობს. ან იმ ბიჭს რა პასუხი გავცე, ვინც ხერხემალში გადაამტვრიეს.

ამათ რა ვუთხრათ, რომ იცით რა, ჩვენ ახლა რაღაც პოლიტიკური გარიგება მოვახდინეთ თაკო ჩარკვიანთან და ის არ გამოვა აქციაზე და ჩვენ სამაგიეროდ სააკაშვილს გავუშვებთ, ოღონდ იმან პირობა დადო არსად არასდროს პოლიტიკაში აღარ ჩავერევი? სააკაშვილს აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ამოცანა აქვს, ამ ამოცანით ცხოვრობს და ამ ამოცანის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ეს მის ფსიქოტიპსაც ახასიათებს, მე არ მგონია, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანის შეხედულება ჰქონდეს, თუმცა მედიცინის თვალსაზრისით ვერ დავადასტურებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები