პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი T-72 ტიპის ტანკი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას T-72 ტიპის 200-ზე მეტი ტანკი და რამდენიმე ათეული ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანა გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას „პოლონური რადიო“ ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვოიცეხ სკურკიევიჩის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, პოლონეთმა კიევს 7 მილიარდ ზლოტზე (1.5 მილიარდი ევრო)  მეტი ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა.

ამასთან, 25 აპრილს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები