პოლონეთის პრემიერის განცხადებით, მათმა ქვეყანამ უკრაინას ტანკები გადასცა
პოლონეთმა უკრაინას ტანკები გაუგზავნა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
„დიახ“, – თქვა მორავიეცკიმ კითხვაზე, გააგზავნა თუ არა პოლონეთმა ტანკები უკრაინაში. მან უარი თქვა დამატებითი დეტალების გამჟღავნებაზე, მათ შორის გაგზავნილი ტანკების რაოდენობის შესახებ.
უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა დასავლეთს სასწრაფოდ მიაწოდოს მეტი იარაღი, განსაკუთრებით მძიმე ტექნიკა, რადგან რუსული ძალები ქვეყანაში შეტევას აგრძელებდნენ.
„არ არსებობს ასეთი აუცილებლობა, არ არსებობს ასეთი მოთხოვნები“, – განაცხადა მორავეცკიმ კითხვაზე, განიხილება თუ არა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა.