ალექსანდრე რაქვიაშვილი: როგორი უთანხმოებაც უნდა გვქონდეს მთავრობასთან, თუ ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი, ჩვენ ამ ნაბიჯს მხარს დავუჭერთ
ყველა ჩემს ოპოზიციონერ კოლეგაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი ჩემი და ბევრი ოპოზიციონერის პოზიცია – როგორი უთანხმოებაც უნდა გვქონდეს მთავრობასთან, თუ ევროინტეგრაციისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი, ჩვენ ამ ნაბიჯს მხარს დავუჭერთ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ამ პროცესში ნეგატიურ როლს ითამაშებს.
„ჩემს ყველა ოპოზიციონერ კოლეგაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი ჩემი და ბევრი ოპოზიციონერის პოზიცია – როგორი უთანხმოებაც უნდა გვქონდეს მთავრობასთან, თუ ევროინტეგრაციისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი, ჩვენ ამ ნაბიჯს მხარს დავუჭერთ. მე, მაგალითად, ბევრი ევრორეგულაცია არ მომწონს და არ ვეთანხმები, მაგრამ თუ ეს იქნება აუცილებელი გაწევრიანებისთვის, ბუნებრივია, მე მას მხარს დავუჭერ. ამიტომ, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ მთელი ოპოზიცია რაღაც ნეგატიურ როლს ითამაშებს ამაში, მაგრამ ცხადია, რომ ყველა თემას ჩვენს ვიყენებთ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის. ამას მე ვერ გამოვრიცხავ და ასეთი რისკები ყოველთვის იარსებებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.