შალვა პაპუაშვილი ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარაში), მოსუდ მანანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ელჩს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და მიმდინარე ოკუპაციაზე ესაუბრა. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა საპარლამენტო, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების მიმართულებით.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი. მხარეებმა გამოხატეს არსებული ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრის მზაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები