უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაღუპული ბავშვების რიცხვი 219-მდეა გაზრდილი, 398 კი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა.
ასეთ მონაცემს უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ეს ციფრი საბოლოო არ არის, რადგან საომარი მოქმედებების ადგილებში მსხვერპლის დადგენის სამუშაოები გრძელდება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge