რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლიდან ჯარის ნაწილის გაყვანა დაიწყეს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზეა ნათქვამი.
პენტაგონის ცნობით, ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება.
როგორც ბრიფინგზე თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსი სამხედროები მარიუპოლს სრულად ვერ აკონტროლებენ და, სწორედ ამიტომ, ისინი აგრძელებენ როგორც სარაკეტო, ასევე, საჰაერო დარტყმებს.
ოფიციალური პირის თქმით, ოკუპანტებს ქალაქი მთლიანად რომ ჰქონდეთ აღებული, მის დაბომბვას არ გააგრძელებდნენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge