ირაკლი ჩიქოვანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელმა მოხსენებამ საქართველო პოსტმონიტორინგის ეტაპთან დააახლოვა

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელმა მოხსენებამ  საქართველო პოსტმონიტორინგის ეტაპთან დააახლოვა. არის რამდენიმე გადასაწყვეტი საკითხი, რომელიც უკავშირდება კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების, ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებების ხელმოწერას. ამის შემდეგ საქართველო შეძლებს პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლას“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიში 5 თვის განმავლობაში მზადდებოდა.

„მოხსენებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მიღწეულია დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ  საჭიროა კიდევ უფრო მეტი რეფორმირება, რაზეც ერთად ვიმუშავებთ. მასში ასევე ხაზგასმითაა ნახსენები, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა არის უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები