ლევან ნიკოლეიშვილი: თავდაცვის სფეროს განახლების, პოლიციების ბინების უზრუნველყოფის შემდეგ, ახლა უკვე 250-მდე წამლის დაბალი ფასი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია
„250-მდე წამლების დაბალი ფასები მართლაც რომ დიდი შეღავათია არა მარტო პენსიონერებისთვის, არამედ – ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. მშვიდობა, განვითარება და წინსვლა ჩვენს ქვეყანას“, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას მედიკამენტებზე ფასების დაწევასთან დაკავშირებით.
„პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რომ სიტყვის კაცია, უკვე ჩვეულებრივი ფაქტია. თავდაცვის სფეროს განახლება განვითარების პროექტები, სამხედროებისა და პოლიციელების ბინების უზრუნველყოფაც ყველას გვახსოვს. ახლა კი 250-მდე წამლების დაბალი ფასები მართლაც რომ დიდი შეღავათია არა მარტო პენსიონერებისთვის, არამედ – ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. მშვიდობა, განვითარება და წინსვლა ჩვენს ქვეყანას“, – წერს ნიკოლეიშვილი facebook- ზე.