ეკა ბესელია: ირმა ნადირაშვილი ხშირად მყავს გამოჭერილი სიცრუეში

ქალბატონი ირმა საკმაოდ ხშირად მყავს გამოჭერილი სიცრუეში, – ასე მიმართა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ დეპუტატ ირმა ნადირაშვილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გადაცემა „პოზიციაში” სტუმრობისას.  ბესელიამ კოლეგა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის დარღვევაში  დაადანაშაულა და მას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას ის თანამდებობები შეახსენა, როდესაც ირმა ნადირაშვილი ერთდროულად სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა და ყოველთვიურად ხელფასს იღებდა.
“ქალბატონი ირმა  დღესაც ცრუობს.  ჩემთან დაკავშირებული არავითარი ფონდი არ არსებობს. არსებობს საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც მოსახლეობას ეკუთვნის – ფოთის აღორძინების ფონდი. ფონდის ბიუჯეტში  სულ რაღაც 21,000 ლარია და მისი ეგიდით განხორციელებულია რამდენიმე ძალიან კარგი პროექტი. რაც შეეხება ქალბატონ ნადირაძეს, ირმა 2009 წელს, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა, პარალელურად “რუსთავი 2”-შიც მუშაობდა. მოქმედი კანონმდებლობა საჯარო მოხელის სხვა სტრუქტურაში მუშაობას პირდაპირ კრძალავს. რაც შეეხება პრემიებს, ხელფასის სახით მას  აღებული აქვს 28,500 ლარი, ხოლო პრემიების სახით – 22,060 ლარი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები