აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საკუთარ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას და კონგრესმენებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მის ხელმძღვანელობას და მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
Adoption of #GeorgiaSupportAct by House of Reps. reaffirms t/ strength & advances robust 🇺🇸🇬🇪
strategic partnership. Grateful to US House, its leadership & 🇬🇪Caucus co-chairs @RepKinzinger @GerryConnolly for supporting 🇬🇪's sovereignty, ter. integrity, democracy&NATO integration.— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) April 28, 2022