ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკომისია უკრაინის ექსპორტზე ყველა ტარიფისა და კვოტის 1 წლით მოხსნას დათანხმდა

ევროკომისია უკრაინის ექსპორტზე ყველა ტარიფისა და კვოტის 1 წლით გაუქმებას დათანხმდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინას ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.

„ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მზადდება. ევროკომისია უკრაინის ექსპორტზე ყველა ტარიფისა და კვოტის 1 წლით მოხსნას და ასევე ანტიდემპინგური ტარიფების შეჩერებას დათანხმდა. მე დღეს, ამ წინადადების დეტალები ურსულა ფონ დერ ლაიენთან განვიხილე, ამ ნაბიჯისთვის პირადად მისი და ყველა ჩვენი ევროპელი მეგობრის მადლობელი ვარ. ახლა ეს მოგვცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად უკრაინაში ეკონომიკური აქტივობა, ჩვენი ეროვნული წარმოება შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები