გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, უკრაინაში ჩავიდა.
როგორც გუტერეში სოციალურ ქსელში წერს, გაერო ჰუმანიტარული მხარდაჭერითა და კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მუშაობას გააგრძელებს.
„მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, უკრაინაში ჩამოვედი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაფართოებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. რაც უფრო მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი უკრაინისთვის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის“, – წერს გუტერეში „ტვიტერზე“