ლანჩხუთში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია – ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად” ჩატარდა.
დონაციის აქციას ორგანიზება მ. იაშვილის სახელობის რეგიონული სისხლის ბანკმა გაუწია.
გავრცელებული ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, სისხლი უკრაინელი ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად გაიგზავნება.