თენგიზ წულაძე: სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას ვერ გავცემ, ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას, რომ ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი

ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრის, ექიმ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციის გაცემა მისი კომპეტენცია არაა.

როგორც მან სახალხო დამცველის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა და სამედიცინო კონსულტაციები უტარდება, მაგრამ ეს გარემო საკმარისი არაა, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქოლოგიური და ფსიქიკური რეაბილიტაცია.

,,მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ არსებულ გარემოში არის ძალიან რთული განსახორციელებელი. პაციენტი არ იღებს მისთვის მიწოდებულ არანაირ ფსიქოლოგიურ დახმარებას. მე საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას ვერ გავცემ, ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას, რომ ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი, როგორ უნდა დარეგულირდეს და გადაწყდეს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, ჩემი აზრით, პირველ რიგში გარემოს შეცვლაა საჭირო.
მიხეილ სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა და სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ ეს გარემო საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქოლოგიური და ფსიქიკური რეაბილიტაცია. ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის. ის უარს ამბობს ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს პოსტრავმული სტრესული აშლილობის ფონზე ანორექსია განუვითარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები