“ძალიან მომწონს, რომ რუსეთში საქართველოს დროშა ფრიალებს“

ძალიან მომწონს, რომ რუსეთში საქართველოს დროშა ფრიალებს – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ “ტელეიმედის” გადაცემაში “რეაქცია” სტუმრობისას ქართველი სპორტსმენების სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის თემაზე საუბრისას განაცხადა.
“ვფიქრობ, საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე, ოლიმპიური დროშის ქვეშ არ უნდა გამოსულიყო. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, თავისი სუვერენული დროშით და სწორედ მისი სახელით უნდა წარდგენილიყვნენ  ჩვენი სპორტსმენები“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები