რუსეთი მათი ობიექტების დაბომბვის შემთხვევაში კიევის სამთავრობო ცენტრებზე თავდასხმით იმუქრება

უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების დაბომბვის შემთხვევაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე თავდასხმით იმუქრება.

ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის სამხედრო დარტყმების ლეგიტიმურობის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჯეიმს გიპის განცხადებას პროვოკაცია უწოდა.

„ლონდონის მხრიდან კიევის რეჟიმის პირდაპირი პროვოცირება მსგავსი ქმედებებისკენ, მათი განხორციელების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიწვევს პროპორციულ პასუხს. რუსეთის შეიარაღებული ძალები საათობრივ მზადყოფნაში არიან შორ მანძილზე მაღალი სიზუსტის იარაღით საპასუხო იერიშისთვის კიევში იმ ცენტრებზე, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები