ასლან ბჟანია “სამუშაო ვიზიტით” მოსკოვში გაემგზავრა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია “სამუშაო ვიზიტით” მოსკოვში გაემგზავრა, – ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს
მათივე ცნობით, ბჟანია რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში გასულ თვესაც იმყოფებოდა. მაშინ მან რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ აფხაზები მხარს უჭერენ უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ ოპერაციას.