საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხდება – უარყოფს.
“100%-ით ტყუილია. არც შემოთავაზება, არც განხილვა – არაფერი მსგავსი არ ყოფილა. სააკაშვილთან კონტაქტი უკრაინაში წასვლამდე მქონდა. სავარაუდოდ, სკანდალები დალაგებული აქვთ – არის ხოლმე მოგონილი სკანდალები, არის რაღაც ამბის გადაფარვის მცდელობები. გუშინდელი ამბავი ოლიგარქებთან ფულის სავარაუდო გათეთრებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა, სხვაგვარად დღეს ასეთი ნიუს-ქარიშხლის მოწყობას ვერაფრით ავხსნი”, – აღნიშნა მარგველაშვილმა “ფორმულასთან” საუბრისას.