ნინო წილოსანი – „საბრუნავი საშუალებებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 9%-ს სახელმწიფო დააფინანსებს”
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ფართომასშტაბიან პროექტზე ისაუბრა.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წელს დაამტკიცა პროექტი საბრუნავი საშუალებების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
საბრუნავი საშუალებებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 9%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია 5000-დან 100 ათასი ლარის ჩათვლით.
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე 26 მლნ ლარის ღირებულების 1300-ზე მეტი სესხია გაცემული. მიზნობრიობა ასევე, მოიცავს ერთწლოვანი კულტურების სათესლე, სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის, ბიოლოგიური საშუალებების და სხვადასხვა ხარჯების დაფინანსებას”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.