ნინო წილოსანი – „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა”

????????????????????????????????????

„ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებისთვის თანადაფინანსებას მიიღებენ. ამოქმედდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა. მცირე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის ახალი პროგრამით მოხდება ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა წარმოებისთვის საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და აგრარულ სამუშაოების მიმართულებით აქტივობის სტიმულირებისთვის”, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს და 300 ათასზე მეტ ფერმერს დაეხმარება.

„პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, სუბსიდირების მოცულობა განისაზღვრება 1 ჰა-ზე 300 ლარის ოდენობით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდე მიწის მესაკუთრეები და განსაკუთრებული აქცენტი მცირე ფერმერებზე კეთდება.
ასევე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ ფერმერთა რეესტრში”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები