დნესტრისპირეთში აცხადებენ, რომ სოფელ მაიაკში ორი აფეთქება მოხდა

დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკის სოფელ მაიაკში ორი აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. შსს ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მომხდარის შედეგად რადიოცენტრის ორი უძლიერესი ანტენა დაზიანდა, რომელიც რუსულ რადიოს გადასცემდა.

ცენტრის თანამშრომლები და სოფლის მცხოვრებლები არ დაშავებულან.

25 აპრილს უცნობმა პირებმა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.

მომხდარს მოლდოვაში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ეს არის “დნესტრისპირეთის რეგიონში დაძაბულობის შექმნის საბაბი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები