კიმ ჩენ ინი ბირთვულ ძალებს “მაქსიმალური სიჩქარით” გააძლიერებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მაქსიმალური სიჩქარით გააგრძელებს ბირთვული ძალების გაძლიერებას.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო – KCNA ავრცელებს.

„მივიღებთ ზომებს იმ ბირთვული ძალების მაქსიმალური სიჩქარით კიდევ უფრო განვითარებისა და გაძლიერებისთვის, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეა ფლობს“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

მისი თქმით, ფხენიანი შეეცდება, ნებისმიერ მომენტში იყოს მზად ბირთვული იარაღის შემაკავებელი ძალის გამოყენებისთვის.

„კერძოდ, საჭიროა რაოდენობრივად და ხარისხობრივად გავაძლიეროთ ბირთვული ძალები, ჩვენი სამხედრო ძალაუფლების სიმბოლო და საფუძველი, რომ ომის შემთხვევაში შევძლოთ მათი იარაღად გამოყენება სხვადასხვა მიზნის მქონე ოპერაციებში და წარმოვაჩინოთ ბირთვული ბრძოლის უნარი“, – განმარტა კიმ ჩენ ინმა.

როგორც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ასევე აღნიშნა,  მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღის ძირითადი ფუნქციაა „ომის არიდებაა“, მათი დანიშნულება მხოლოდ ამით არ შეიძლება, შემოიფარგლოს.

„თუ რომელიმე ძალა ხელყოფს ჩვენს ძირითად ინტერესებს, შეუძლებელი იქნება, არ გამოვიყენოთ ჩვენი ბირთვული ძალების მეორე მოულოდნელი ფუნქცია“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები