“ნებისმიერ ძალას გავანადგურებთ, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის დაწყებას შეეცდება” – კიმ ჩენ ინი
ფხენიანში კორეის სახალხო არმიის დაარსებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოსვლის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კინ ჩენ ინმა თქვა, რომ შეუძლია ნებისმიერი ძალის განადგურება, რომელიც სამხედრო კონფლიქტის დაწყებას შეეცდება.
“ჩვენი სამხედრო ძალები ნებისმიერი ბრძოლისთვის არიან მზად. გავანადგურებთ ნებისმიერ ძალას, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო კონფლიქტის დაწყებას შეეცდება”, – თქვა კიმ ჩენ ინმა.
აღლუმი გვიან ღამით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე კიმ ირ სენის მოედანზე გაიმართა.
სამხრეთ კორეის მედია იტყობინება, რომ აღლუმზე დაახლოებით 20 000 ჯარისკაცი და აღჭურვილობა იყო მობილიზებული.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეპეტიციებზე ტექნიკის 250-ზე მეტი ერთეული დაფიქსირდა, მათ შორის, ჰიპერბგერითი რაკეტა Hwaseong-8; კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა (ICBM) Hwaseong-17, რომელიც ფხენიამა ცოტა ხნის წინ გამოსცადა; ასევე, წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტა – Pyongyang.