დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში უცნობმა პირებმა ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს
მოლდოვაში, დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში უცნობმა პირებმა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.
ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხელყუმბარმტყორცნი, საიდანაც შესაძლოა, ე.წ. სამინისტროზე გასროლა განხორციელებულიყო, შენობაში იპოვეს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია, ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები, სამძებრო ოპერატიული ჯგუფი და სასწრაფო დახმარების ექიმები.