კომპანია Twitter-ი მზად არის, ილონ მასკს აქციები 44 მილიარდ დოლარად მიყიდოს

კომპანია Twitter-ი ილონ მასკის შეთავაზებას დათანხმდა და მზად არის, აქციების 100% 44 მილიარდ დოლარად მიყიდოს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გარიგების შესახებ დისკუსიები, რომელიც გასულ კვირას გაურკვეველი ჩანდა, მას შემდეგ დაჩქარდა, რაც მასკმა Twitter-ის აქციონერები შეთავაზების დეტალებით მოხიბლა.

„სიტყვის თავისუფლება არის მოქმედი დემოკრატიის საფუძველი, ხოლო Twitter არის ციფრული ქალაქის მოედანი, სადაც განიხილება კაცობრიობის მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები“, – აღნიშნა ილონ მასკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები