ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში 15 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში, დაახლოებით, 15 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

„ჩვენი შეფასებით, მოკლული იქნა, დაახლოებით, 15 000 რუსი სამხედრო მათი თავდასხმის განმავლობაში“, – განაცხადა ბენ უოლასმა წარმომადგენელთა პალატის წინ.

როგორც მან აღნიშნა, ომის შედეგად განადგურებულია რუსული ჯავშანტექნიკის 2 000 ერთეული, მათ შორის დაახლოებით 530 ტანკი, 60 ვერტმფრენი და საბრძოლო თვითმფრინავი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები