დიდი ბრიტანეთი უკრაინას ჯავშანმანქანებს გაუგზავნის
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას მცირე რაოდენობით Stormer-ის ჯავშანტექნიკას მიაწვდის, რომლებიც საზენიტო რაკეტების გამშვებითაა აღჭურვილი.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
უოლესის თქმით, ბრიტანეთის შეფასებებმა აჩვენეს, რომ კონფლიქტის დროს დაახლოებით 15 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო ჯავშანტექნიკის 2 000 ერთეული, მათ შორის დაახლოებით 530 ტანკი, 60 ვერტმფრენი და საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა.
„ახლა შემიძლია გამოვაცხადო, რომ ჩვენ უკრაინას გადავცემთ მცირე რაოდენობით ჯავშანტექნიკას, რომელიც აღჭურვილია საჰაერო რაკეტებისთვის გამშვები მოწყობილობებით“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.