დმიტრო კულება: რუსული ნავთობი სავსეა უკრაინული სისხლით – შეწყვიტეთ მისი ყიდვა
რუსული ნავთობი სავსეა უკრაინული სისხლით, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კულება აღნიშნავს, უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად, მსოფლიო ლიდერებმა ვლადიმერ პუტინს ნავთობის შემოსავალი უნდა ჩამოართვან.
„თუ მსოფლიო ლიდერებს და ბიზნესს სერიოზულად სურთ რუსეთის ომის დანაშაულების დასრულება, მათ ჯერ პუტინს უნდა ჩამოართვან ნავთობის შემოსავალი.
საკმარისია თავის მართლებები და ნახევარ-ზომები, როცა უკრაინელებს ბომბავდნენ, კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ. რუსული ნავთობი სავსეა უკრაინული სისხლით. შეწყვიტეთ მისი ყიდვა“, – წერს კულება Twitter-ზე.