ბლინკენი: რუსეთი მარცხდება, უკრაინა გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე – პუტინი სცენაზე
რუსეთი “უკრაინაში მარცხდება” და “უკრაინა წარმატებას მიაღწევს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“რუსეთი ცდილობდა, წაერთმია (უკრაინის) სუვერენიტეტი, ჩამოერთვა დამოუკიდებლობა. ეს ვერ მოხერხდა. ის ცდილობდა, დაემტკიცებინა თავისი სამხედრო ძალებისა და ეკონომიკის სიძლიერე. ჩვენ, რა თქმა უნდა, საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება დანარჩენი ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე ვლადიმირ პუტინი იქნება სცენაზე”, – ამბობს ბლინკენი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge