CNN: ბლინკენმა ზელენსკის ახალი ელჩის ვინაობა გააცნო და უთხრა, რომ აშშ-ის დიპლომატები უკრაინაში ბრუნდებიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები ქვეყანაში ეტაპობრივად დაბრუნებას დაიწყებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის მაღალჩინოსნის თქმით, დიპლომატები ქვეყანაში ეტაპობრივად დაბრუნდებიან, ისინი უკრაინაში თავდაპირველად “ერთდღიან მოგზაურობებს დაიწყებენ”.

ამას გარდა, ბლინკენმა ზელენსკისთან შეხვედრისას თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკს დაასახელებს.

შეხვედრის შემდეგ, აშშ-მა განაცხადა, რომ $700 მილიონზე მეტს გამოყოფს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

თანხის ნაწილი პირდაპირ უკრაინაში წავა, ნაწილს კი NATO-ს წევრი ქვეყნები და სხვა რეგიონული მხარდამჭერები გაინაწილებენ.

ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი ზელენსკისთან ერთად შეხვდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს – დმიტრო კულებას, თავდაცვის მინისტრს – ოლექსი რეზნიკოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს – დენის მონასტირსკის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები