კიევის რეგიონში სულ 1084 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი

რუსეთის მიერ კიევის რეგიონის დასახლებების ოკუპაციის დროს 1084 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

ამ დროისთვის, 300-ზე მეტი ადამიანის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა ტელემარათონის დროს თქვა.

“ამჟამად, დაღუპულთა რიცხვი 1084-ს შეადგენს. ესენი არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდათ არც ტერიტორიულ თავდაცვასთან და არც სამხედრო ფორმირებებთან. აბსოლუტური უმრავლესობა – 50-დან 75%-მდე – მცირე იარაღიდან არის მოკლული,” – თქვა მან.

ნებიტოვის თქმით, დღესდღეობით, 300-ზე მეტი გარდაცვლილის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

ასევე, კიევის რეგიონის მცხოვრებლებს მოუწოდებენ, პოლიციას შეატყობინონ მათ შესახებ, ვინც კავშირზე არ გადის.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები