მაია ფანჯიკიძემ ოლიმპიადის გახსნაზე წარმოდგენილი საქართველოს რუკის თემა განმარტა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე,  ქართველი სპორტსმენების გამოსვლის დროს ნაჩვენები საქართველოს რუკა, სადაც აფხაზეთი და ცხინვალი დანისლულია, არ შეიძლება პროვოკაციად ჩაითვალოს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “რეაქცია” სტუმრობისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე საქართველოს რუკა ისეთივეა, როგორიც რეალურად არის.
“სამწუხაროდ,  ტელევიზიით, რუკის ნახვის საშუალება არ მქონია, ის ვნახე მხოლოდ ფეისბუქზე. არ ვიცი, სხვა ქვეყნების რუკები როგორ იყო წარმოდგენილი და საქართველოს რუკაზე ეს ღრუბელი როგორ შეიძლება აიხსნას. ვიცი, რომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა ისეთივე იყო, როგორიც ის რეალურად არის – ინგლისური და ქართული წარწერებით და ამაზე კომენტარებიც ვნახე ჟურნალისტების მხრიდან, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს მთლიანობა. ვფიქრობ, რომ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროვოკაციად”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
აღსანიშნავია, რომ  ქართველი ოლიმპიელების გამოსვლისას,  მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილზე ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულება შეინიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები