გიორგი ცუცქირიძე: რუსული იმპერია ბოლო თვეებს ითვლის – მისი დამარცხების თავისებური სიმბოლო, მისივე დემორალიზირებული ჯარი და მარიუპოლია

უკვე მაისში რუსეთში ტრანსეროვნული უმსხვილესი დასავლური კორპორაციების გასვლის შემდეგ, მოსალოდნელია დეფოლტების სერია მსხვილი რუსული ბანკების და კომპანიების მხრიდან, რაც ისედაც დაწყებულია, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, რუსული იმპერია ბოლო თვეებს ითვლის, მისი დამარცხების თავისებური სიმბოლო, მისივე დემორალიზირებული ჯარი და მარიუპოლია.

„ომი პირდაპირ არის მიბმული ეკონომიკასთან, ჯერ კიდევ ძველ რომში  ციცერონი ამბობდა, რომ ომის საწარმოებლად, გარდა ადამიანური რესურსებისა, ფულიც არის საჭირო და ცნობილი გამოთქმაც sinius to war, მასვე ეკუთვნის.

უკვე მაისში რუსეთში ტრანსეროვნული უმსხვილესი დასავლური კორპორაციების გასვლის შემდეგ, მოსალოდნელია დეფოლტების სერია მსხვილი რუსული ბანკების და კომპანიების მხრიდან, რაც ისედაც დაწყებულია.

ამასთან, უკრაინის არმია არ არის ის, რაც ომის დასაწყისში იყო, ეს არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული ჯარი. ფაქტიურად ჩვენ თვალწინ ხდება უკრაინის წმინდა ნატოს სტანდარტებზე გადაწყობა შეიარაღებითაც და ოპერაციების დაგეგმვის თვალსაზრისითაც. ჩვენ რუსული ჯარის პირველ და ყველაზე სასტიკ დამარცხებასაც მალე ვიხილავთ. რუსული იმპერია ბოლო თვეებს ითვლის. მისი დამარცხების თავისებური სიმბოლო, მისივე დემორალიზირებული ჯარი და მარიუპოლია!

„ნაციონალების“ ყველაზე დიდი დანაშაულიც ის არის, რომ თუ რუსეთთან ომი მაინც გარდაუვალი იყო, თავდაცვის სტრატეგია მთლიანად ჩააგდეს, მაშინ რუსეთიც არ იყო თუნდაც დღევანდელი სამხედრო ფორმაციის დონეზე და ტექნოლიგიურადაც ერთი დიდი ჯართი იყო. თუნდაც ის ტექნოლოგიური გადაიარაღება რასაც უკრაინაში ვხედავთ, სწორედ 2008 წლის შემდეგ განახორციელეს!

ჩვენ რომ მინიმუმ ერთი თვე მაინც გვეომა და რუსულ ხაფანგში არ მოვყოლიყავით, დღეს სულ სხვა მოცემულობა გვექნებოდა. დასავლეთი საჭირო იარაღსაც მოგვაწვდიდა და სანქციებსაც მაშინ დაუწესებდა. და ოკუპირებულ ტერიტორიებსაც როგორ აღიარებდა იმასაც ვნახავდით!

ამიტომ არის გამოსაძიებელი თავდაცვის ბიუჯეტი რომ ყოველწლიურად იზრდებოდა რამდენად სწორად და ადეკვატურად იხარჯებოდა ეს თანხები. ამ ომის წაგება მთლიანად „ნაციონალების“ სახელმწიფო ღალატზეა აგებული. მიხეილ სააკაშვილსაც გულის შეყრები შემთხვევით არ მოსდის. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ გასაჯაროვდეს ყველა დოკუმენტი რაც ამ ომთან არის დაკავშირებული!

დარწმუნებული ვარ, ამის დროც მალე მოვა და ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდება რა და როგორ იყო. აზოვის გმირებამდე შინდისის გმირები მარადისობაში აქ გადავიდნენ!

მოშლილი ფრონტი, უპატრონოდ მიტოვებული ჯარი, სამარცხვინო მხედარმთავარი და მთელი მისი გენერალიტეტი, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან ერთად, ალბათ ერთეულების გამოკლებით,  ნაძირალა კეზერაშვილის ჩათვლით,  აქ გადატრიალების მცდელობების მაგივრად, ვირის აბანოში აქამდეც უნდა იყვნენ ჩაყუდებული.

აქედან გამომდინარე, ომი ვინ დაიწყო კი არ უნდა იყოს პოლემიკის საგანი, რაც ისედაც ცხადია რაშიზმის დღევანდელი სახით, არამედ ვინ და როგორ წააგო ამაზე უნდა იყოს მთელი აქცენტები გადატანილი!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები