ნუგზარ თინიკაშვილი: ახალგორისკენ გადაადგილება 25 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი – ადამიანები ამდენი წლის შემდეგ საკუთარი სახლების მონახულებას შეძლებენ

პირობითი საზღვარი დღეიდან 25 აპრილის ჩათვლით იქნება გახსნილი. ძალიან კარგია, რადგან ადამიანები ამდენი წლის შემდეგ შეძლებენ საკუთარი სახლების მონახულებას, საფლავების მოვლა-პატრონობას და პატივის მიგებას, – ამის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. საშვის მქონე და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტის მქონე ადამიანებს.

“2019 წლის 5 სექტემბრიდან ჩაკეტილი იყო ახალგორის მიმართულებით გადაადგილება. დღეიდან 25 აპრილის ჩათვლით, საღამოს ცხრა საათამდე იქნება გახსნილი პირობითი საზღვარი. იქ გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. საშვის მქონე და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტის მქონე ადამიანებს. ძალიან კარგია, რადგან ადამიანები ამდენი წლის შემდეგ შეძლებენ საკუთარი სახლების მონახულებას, საფლავების მოვლა-პატრონობას და პატივის მიგებას.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ყოველთვის ისმება საკითხი, რომ ახალგორის მიმართულებით მოძრაობა გაიხსნას“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები