ბაიდენი: აშშ-მა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით 800 მილიონი დოლარის გამოყოფას მოაწერა ხელი.

ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა ცოტა ხნის წინ, უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ მიმართვაში თქვა.

მისი თქმით, დახმარებაში შევა მძიმე არტილერია, 144 ჭურვი, ასევე, უპილოტო საფრენი აპარატები. თუმცა, კონკრეტულად დახმარების ჩამონათვალი, ჯერჯერობით, უცნობია.

“ჩვენი ერთიანობა პუტინისთვის მკაფიო სიგნალია, რომ ის უკრაინის ოკუპირებას ვერასდროს შეძლებს”, – თქვა ბაიდენმა.

ასევე, ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ქვეყნის პორტებში რუსულ გემებს შესვლას აუკრძალავს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები