დაპირისპირება ეკა ბესელიასა და გივი თარგამაძეს შორის

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გადაცემაში „პოზიცია“ ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია და უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე დაუპირსპირდნენ. ეკა ბესელიამ, გადაცემის მსვლელობისას  გივი თარგამაძეს, მისი ძმის ბიზნესები შეახსენა, რამაც დეპუტატი გაანაწყენა და დისკუსია კამათში გადაიზარდა. ბესელიამ გივი თარგამაძეს, მისი ძმის მიერ დაფუძნებული კომპანიების რამდენიმემილიონიანი შემოსავლები შეახსენა. მისი თქმით, ზაზა თარგამაძის მიერ დაფუძნებული კომპანიები წლების განმავლობაში აბსოლუტურ მონოპოლიას ფლობდა და ეს ფირმა ყველა ტენდერში იმარჯვებდა.
„ახლა გაგინათდათ გონება?”  – მიმართა თარგამეძემ ეკა ბესელიას.
„გონება სულ განათებული მაქვს, თქვენგან განსხვავებით. დამშვიდიდით ბატონო გივი. ეს ფაქტები  პროკურატურას უკვე აქვს“, – უპასუხა ეკა ბესელიამ და ამის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მფარველობაში მყოფი კომპანიების ჩამოთვლა განაგრძო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები