უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამჟამად სამხედრო გზით მარიუპოლის განბლოკვა არ შეუძლიათ.
ამის შესახებ მან ფრანგულ ტელეარხ BFM TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„საუბარია საათებზე, რადგან არ ვიცით, რამდენი საათის ან რამდენიმე დღის გაძლება შეუძლიათ. რაც შეეხება ჩვენს ჯარს, ოკუპირებული, 120 კილომეტრის გავლის შესაძლებლობას რუსული ტექნიკა არ გვაძლევს, რომ შევძლოთ ქალაქის სამხედრო განბლოკვა. ეს სიმართლეა. დღესდღეობით ამის გაკეთება არ შეგვიძლია”, – თქვა მან.
ზელენსკი ამბობს, რომ მარიუპოლის ბლოკადა რუსეთის მხრიდან “უფრო ტერორისტულ ოპერაციას ჰგავს, ვიდრე – ომს”, რადგან ქალაქში, მებრძოლების გარდა, ბავშვები, ქალები და მოხუცები არიან ბლოკირებულნი.
„ყველაფერია დანგრეული 95-98%-ით“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ საუბარია სკოლებზე, საბავშვო ბაღებზე, საცხოვრებელ რაიონებზე, ქარხნებსა და სხვა იფრასტრუქტურაზე.
დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლზე კონტროლი დაამაყარეს. რაც შეეხება “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიას, სადაც თავს მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები და სამხედროები აფარებენ, პუტინის განკარგულებით, მისი შტურმი “დროებით შეჩერდა”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge