უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 208 ბავშვი დაიღუპა, 376-ზე მეტი კი დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 208 ბავშვი დაიღუპა, 376-ზე მეტი კი დაშავდა.

უწყების ცნობით, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევის რაიონში ემსხვერპლა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

პროკურატურის ცნობით, კიევის რაიონში, ბოროდიანკაში იპოვეს 15 წლის მოზარდის ცხედარი. მათივე ცნობით, გუშინ, 20 აპრილს ხერსონის ოლქში დაბომბვის შედეგად 16 წლის ბიჭი დაიღუპა.

”2022 წლის ბუჩაში, კიევის ოლქში რუსმა სამხედროებმა ესროლეს სამოქალაქო მანქანა, რომელშიც კაცი და მისი ორი შვილი — 7 და 11 წლის გოგოები ისხდნენ. ბავშვებიდან ერთი გარდაიცვალა, მეორეს გადარჩენა კი მოხერხდა. დაბომბვების შედეგად, დაზიანებულია 1141 სასწავლო დაწესებულება, ხოლო 99 მათგანი მთლიანად განადგურებულია”, – ნათქვამია ინფორმაციაში

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები