რატი იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: პოლიტიკურ ველზე არანაირი მომავალი ამ პარტიას არ აქვს და ვინც მასთან იქნება აფილირებული, იმასაც იგივე ბედი ელის
“ნაციონალურმა მოძრაობამ” განიცადა მეტამორფოზა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიიდან ყველაზე სასოწარკვეთილ ოპოზიციურ პარტიამდე. დღეს უფრო ეს სტატუსი შეესაბამებათ”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობას” არანაირი მომავალი არ აქვს.
“მათი მხრიდან საუბარი ნებისმიერ გაერთიანებაზე სინამდვილეში არის იმის აღიარება, რომ ვერ ეგუებიან, რომ ოპოზიციური პარტიუკები, როგორც ისინი ეძახდნენ, დღეს მათგან გამიჯნულები რომ არიან და ყველამ უკვე ფაქტია იცის, რომ პოლიტიკურ ველზე არანაირი მომავალი ამ პარტიას არ აქვს და ვინც მასთან იქნება აფილირებული, იმასაც იგივე ბედი ელის,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.