რუსეთმა “სააღდგომო ზავზე” უარი თქვა

რუსეთმა გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის წინადადებას “სააღდგომო ჰუმანიტარული პაუზის” შესახებ, უარით უპასუხა.

ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგეი კისლიცამ Twitter-ში დაწერა.

„მოსკოვის ფიურერის პოზიცია უშიშროების საბჭოში უკვე რამდენიმე საათში გაჟღერდა“, – წერს დიპლომატი და იქვე რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლის ვიდეოს აქვეყნებს.

რუსეთის წარმომადგენელი გაერო-ში უკრაინის „დენაზიფიკაციასა“ და „განთავისუფლებაზე“ საუბრობს და ზავისკენ მოწოდებაზე ამბობს, რომ ეს არის „კიევის ნაციონალისტებსა და რადიკალებისთვის ამოსუნთქვის საშუალება, რომ მათ გადაჯგუფება შეძლონ“.

მანამდე, კონფლიქტის მხარეებს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მიმართა და 21 აპრილიდან “აღდგომის ზავის” გამოცხადებისკენ მოუწოდა.

გუტერეშის თქმით, ასეთი ზავი უკრაინიდან მეტი მშვიდობიანი მოქალაქის გაყვანის კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, ასევე, ჰუმანიტარული ორგანიზაციები დაზარალებულების დახმარებას შეძლებდნენ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები