მარიუპოლიდან დღეს ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლიდან დღეს, 20 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ქალებისთვის, ბავშვებისა და მოხუცებისთვის ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება.

ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა.

“მარიუპოლში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით, სწორედ ამ მიმართულებაზე გავამახვილებთ დღევანდელ ძალისხმევას. მოვახერხეთ შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის”, – დაწერა ვერეშჩუკმა.

მისი თქმით, მარიუპოლიდან გასვლა 14:00 საათიდან დაიწყება.

კოლონა იმოძრავებს მარშრუტით: მარიუპოლი – მანგუში – ბერდიანსკი – ტოკმაკი – ორიჰივი – ზაპოროჟიე.

“უსაფრთხოების ძალიან რთული სიტუაციიდან გამომდინარე, გადაადგილების დროს შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს. ამიტომ, გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ოფიციალურ ინფორმაციას. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ყველაფერმა კარგად იმუშაოს”, – ხაზგასმით აღნიშნა ვერეშჩუკმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები