შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის – მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრული ორმხრივი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.

აგრეთვე, აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სხვა სფეროში.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საჰიბა გაფაროვას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული მდგომარეობა. ასევე, ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავი.

გამოიხატა მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. შეხვედრა გაიმართა მილი მეჯლისის თავმჯდომარის მიერ საქართველოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები