რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – დაიღუპა 3, დაშავდა 16 ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – დაიღუპა 3, დაშავდა 16 ადამიანი.
ინფორმაციას ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სონეგუბოვი ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსები იყენებენ მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს 35-40 კილომეტრის მანძილიდან.
სონეგუბოვი მოუწოდებს მოსახლეობას, ინტენსიური დაბომბვის გამო, არ დატოვონ თავშესაფრები.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge