უკრიანის უსაფრთხოების სამსახური: რუსები “აზოვსტალის” ქარხნის დაბომბვას 3-ტონიანი ბომბებით გეგმავენ

რუსები აზოვსტალის ქარხნის დაბომბვას 3 -ტონიანი ბომბებით გეგმავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსი სამხედროს სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით ავრცელებს და აუდიოჩანაწერს აქვეყნებს.

„აქ რუსეთიდან ციდან სამტონიან „სიურპრიზებს“ ველოდებით… მოვიდა ვიცეპოლკოვნიკი და თქვა: ამ ყველაფერს თავად იგრძნობთ, თავად გაიგებთ… წარმოიდგინე ფეთქებადი ტალღა”, – ეუბნება ცოლს რუსი ჯარისკაცი.

ცოლის შეკითხვაზე – თუ რა ბედი ეწეოდათ მშვიდობიან მოსახლეობას, მან უპასუხა: „ყველა წავიდა, ვისაც უნდოდა, ყველა წავიდა. მხოლოდ პატრიოტები და ჭკვიანები დარჩნენ“.

ცნობისთვის, რუსეთი მარიუპოლში, აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს და ამისთვის დროს მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე აძლევს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები